
2 აპრილი განსაკუთრებული დღეა წიგნისა და ზღაპრის სამყაროში. ამ დღეს მსოფლიო აღნიშნავს საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღეს, რომელიც ასევე უკავშირდება დიდი მეზღაპრის ჰანს ქრისტიან ანდერსენის დაბადების დღეს. ამ ორ ღირსშესანიშნავ თარიღს მიუძღვნეს პროექტი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, შორაპნის საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეებმა.
პროექტზე ორი კვირის განმავლობაში მუშაობდა კლასის ყველა მოსწავლე. მე-2 კლასელებმა აირჩიეს ზღაპარი - „მახინჯი იხვის ჭუკი“, ჯერ წაიკითხეს, შემდეგ კი მათეული წიგნები შექმნეს, თავისივე ილუსტრაციებით. ბავშვებმა პროექტი სკოლის ბიბლიოთეკაში შეაჯამეს.
შემაჯამებელ ღონისძიებაზე პატარა მკითხველებმა ისაუბერეს ანდერსენის ბიოგრაფიასა და შემოქმედებაზე, მოაწყვეს საბავშვო წიგნების გამოფენა და ანდერსენის ზღაპრები და საყვარელი წიგნები მიმოიხილეს.
პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და აღმოჩენებით სავსე აღმოჩნდა, მოსწავლეებმა ზღაპრების სამყაროში იმოგზაურეს და კითვის მნიშვნელობა ნათლად გაიაზრეს.
საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად 2 აპრილს აღინიშნება, 1967 წლიდან. ეს თარიღი დანიელი ზღაპრისმწერლის, ჰანს კრისტიან ანდერსენის დაბადების დღეს ემთხვევა და მიზნად ისახავს ბავშვებში კითხვის სიყვარულის გაღვივებას, წიგნიერების ამაღლებასა და საბავშვო ლიტერატურის პოპულარიზაციას.
იხილეთ ფოტოები: