„ხელოვნება და მათემატიკა ერთ სივრცეში“ - დეხვირის საჯარო სკოლის მოსწავლეთა აღმოჩენებით სავსე ინტეგრირებული გაკვეთილი
03-04-2026

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი სავსეა აღმოჩენებითა და მრავალფეროვანი საგანმანათლებლო თავგადასავლებით. 

ახლახან, ხელოვნების პედაგოგმა - თამარ ხოშტარიამ და მათემატიკის პედაგოგმა - მადონა ბენდელიანმა ძალიან საინტერესო ინტეგრირებული გაკვეთილი ჩაატარეს თემაზე - „ხელოვნება და მათემატიკა ერთ სივრცეში“.

ამასთანავე, VIII-X კლასებში განხორციელდა საინტერესო პროექტ-გაკვეთილი თემაზე -„პერსპექტივის აღმოჩენა: ხელოვნება და მათემატიკა ბრუნელესკის ნაშრომებში“. მოსწავლეებმა გაიგეს, როგორ ერთიანდება ხელოვნება და გეომეტრია რეალისტური გამოსახულების შექმნაში. 

მოსწავლეებმა გაკვეთილზე შეისწავლეს პერსპექტივის ტიპები, გაეცნენ ბრუნელესკის აღმოჩენებს, პრაქტიკულად შექმნეს ქალაქის ნახაზი ორწერტილოვანი პერსპექტივით, გააანალიზეს ცნობილი ნამუშევრები

აქტიური მონაწილეობითა და კრეატიული დავალებებით მოსწავლეებმა უკეთ გაიგეს, როგორ ეხმარება მათემატიკა მხატვრობას და როგორ იქმნება სივრცის ილუზია სიბრტყეზე. 

„მართლაც, ძალიან საინტერესო, აღმოჩენებით სავსე და მრავალფეროვანი გაკვეთილი გამოვიდა. შედეგი - ცოდნა, პრაქტიკა და შთამბეჭდავი ნამუშევრების წარმოდგენა!“,- აღნიშნავენ სკოლაში, ახარებთ მოსწავლეთა სასწავლო შემართება და მასწავლებელთა შემოქმედებითი მიდგომები. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203