რა უნდა იცოდეთ ეროვნულებზე რეგისტრაციის დაწყებამდე - დეტალური ინფორმაცია და ვიდეოინსტრუქცია 
05-04-2026

ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაციას 6 აპრილს, 10:00 საათზე დაიწყება, შესაბამისად გთავაზობთ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქციას, რომელიც ასახავს პროცესის ძირითად ეტაპებს.

რეგისტრაციის გავლა ელექტრონულად, ცენტრის ვებგვერდზე - online.naec.ge 11 მაისის, 18:00 საათამდე  შეეძლებათ.

რეგისტრაცია წელსაც რამდენიმე ეტაპად წარიმართება, პირველ ეტაპზე რეგისტრაციისათვის აბიტურიენტი იხდის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საფასურს, რომლის ოდენობაც თითოეულ საგანში შეადგენს 10 ლარს. მისი გადახდა შეუძლია როგორც აბიტურიენტს, ისე სხვა პირს, რომელიც გადახდისას მიუთითებს აბიტურიენტის შესაბამის მონაცემებს.

ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საფასურის გადახდისას საქართველოს მოქალაქე უთითებს პირად ნომერს, სახელსა და გვარს. უცხო ქვეყნის მოქალაქე, ასევე ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი, რომელსაც სურს რეგისტრაციის გავლა, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე, უთითებს გვარს, სახელს, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის/პასპორტის - სერიასა და ნომერს (პასპორტის სერიის ყველა სიმბოლო, იქნება ეს ციფრები თუ ასოები, ივსება მიყოლებით, სივრცის დატოვების გარეშე).

იხილეთ ცნობარი აბიტურიენტებისთვის

ვიდეო ინსტრუქცია:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203