
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ წყემის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარდა იმისა რომ იღებენ ხარსხიან ფორმალურ განათლებას აქტიურად მონაწილეობენ არაფორმალური განათლების პროექტებში.
მათ შორის მოსწავლეები შეუერთდნენ აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, დაუნის სინდრომისა (21 მარტი) და აუტიზმის (2 აპრილი) ცნობადობის მსოფლიო დღეებთან დაკავშირებით, გამოცხადებულ ესეების კონკურსს - „თუ სამყარო უფრო კეთილი იქნებოდა“.
კონკურსის შემაჯამებელი ღონისძიება კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ხელოვნების სკოლის დარბაზში გაიმართა. ესეების კონკურსში მუნიციპალიტეტის საჯაროს სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ღონისძიებაზე ავტორებმა კონკურსში გამარჯვებული ნამუშევრების პრეზენტაცია წარადგინეს, ავტორები შესაბამისი სიგელებით დაჯილდოვდნენ.
გამარჯვებული მოსწავლეები იყვნენ წყემის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები - მარიტა მაკალათია და გიორგი ბოკუჩავა.
ღონისძიების მიზანი იყო, ახალგაზრდებში თანასწორობის, ემპათიისა და ინკლუზიური საზოგადოების იდეის გაძლიერება, განსხვავებულობის პატივისცემისა და მხარდაჭერის მნიშვნელობის გააზრება.
იხილეთ ფოტოები: