უცხოური ენების გამოცდის მეორე დღის პირველ სესიაზე 96%-მდე აბიტურიენტი გამოცხადდა
10-07-2018
დღეს აბიტურიენტები ინგლისურისა და გერმანული ენების გამოცდას აბარებენ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველი სესიისათვის დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 96%-მდე აბიტურიენტი.
მათივე ცნობით, ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოს მასშტაბით გახსნილ 22 საგამოცდო ცენტრში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ცენტრებთან მობილიზებულია საპატრულო, სასწრაფო და სახანძრო მანქანები. პირველი სესია 09:00 საათზე დაიწყო და 11:40 საათზე დასრულდება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
სკოლამდელი განათლების სტუდენტები პრაქტიკებს საბავშვო ბაღებში გაივლიან
ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგებს გადასამზადებლად სპეციალური ტრენინგ-მოდულები ჩაუტარდებათ - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო