ერკეთის საჯარო სკოლის მე-8 კლასელმა, თამარ რამიშვილმა ციტრუსის სურნელის მქონე ეკოლოგიური სუნამო დაამზადა
03-04-2026

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მორგებულია მოსწავლეთა ინტერესებს, ბავშვების ინიციატივები კი მხარდაჭერილი და წახალისებულია. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ინოვაციურ პროექტებს.

31 მარტს VIII კლასის მოსწავლე თამარ რამიშვილმა წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე - „ფორთოხლის სურნელით სუნამოს დამზადება“. მარტივი ტექნოლოგიით და დაბალი ღირებულებებით დამზადდა ეკოლოგიური და უსაფრთხო, ციტრუსის სურნელის მქონე სასიამოვნო არომატის სუნამო.

პრეზენტატორმა აღინიშნა, რომ ბუნებრივი ინგრედიენტებითა და სწორი პროპორციით მივიღებთ  სხვადასხვანაირ სუნამოებს და დასძინა: „ქიმია სუნამოა, როცა სწორად ავურევთ“. 

სკოლა უსურვებს თამარს წარმატებებს ქიმიის საფუძვლიანად შესწავლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203