ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეს საინტერესო აქტივობით გამოეხმაურნენ
03-04-2026

ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საინტერესო აქტივობა გაიმართა. 

ჯგუფში განხორციელდა აქტივობა - „მე ვიღებ ჩემს მეგობრებს“.

აქტივობის ფარგლებში, ბავშვებმა გააფერადეს პაზლებისგან შექმნილი გული და შიგნით ჩაწერეს საკუთარი სახელები. აღნიშნული აქტივობა მიზნად ისახავდა მოსწავლეებში ემპათიის, ტოლერანტობისა და განსხვავებულობის მიღების უნარის განვითარებას.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, საგანმანათლებლო პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მეგობრობის მნიშვნელობას, ურთიერთპატივისცემასა და ერთმანეთის მხარდაჭერას.

„აქტივობამ ხელი შეუწყო ბავშვებში პოზიტიური სოციალური უნარების ჩამოყალიბებას. განსაკუთრებით ემოციური იყო აქტივობის დასასრული - ბავშვებმა გააფერადეს ჩახუტების ბარათი და ერთმანეთს მეგობრულად ჩაეხუტნენ. ამით კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი, რომ მეგობრობა ნიშნავს სიყვარულს, მხარდაჭერას და ერთმანეთის მიღებას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203