ბარალეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა საოცარი საგაზაფხულო სანახაობა 
03-04-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯარებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებასა და მოტივაციას ემსახურება. 

ახლახან, სკოლაში ჩატარდა ძალიან მხირული და საინტერესო საგაზაფხულო ზეიმი, რომელმაც მთელი სკოლა გააერთიანა. ღონისძიებაში მონაწილეობდა ყველა მოსწავლე, რომლებიც სასკოლო საზოგადოების წინაშე საოცარი სანახაობით წარდგნენ - შეასრულეს ცეკვები, სიმღერები, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები და გაითამაშეს იუმორისტული ნომრები. 

„ძალიან საინტერესო და ამავდროულად ძალიან სასიხარულო ღონისძიება გაიმართა“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა მაღალი ჩართულობა და შემოქმედებითობა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203