ერკეთის საჯარო სკოლის ნორჩ ლიტერატორთა კლუბი დედაენის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო პროექტს ახორციელებს 
03-04-2026

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში წარმატებით მუშაობს ნორჩ ლიტერატორთა კლუბი „ლიტერატურული სალონი“, რომლის წევრებიც აქტიურად ეცნობიან მხატვრულ ლიტერატურას, მსჯელობენ, ერთმანეთს შთაბეჭდილებებს უზიარებენ და არაერთ ლიტერატურულ ღონისძიებას ატარებენ. 

ახალახან, ნორჩ ლიტერატორთა კლუბმა შეიმუშავა პროექტი - „ქართული ქართველთ რწმენაა, ღმერთია, ბედისწერაა“, რომლის განხორციელებას 2 აპრილიდან შეუდგა. 

პროექტი ეძღვნება 14 აპრილს, დედაენის დღეს.

პირველი დღე დაეთმო პროექტის აქტივობებისა და შესაბამისი მიზნების გაცნობას. განაწილდა დავალებები კლუბის წევრებზე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203