
„სკოლა მხოლოდ ცოდნა არ არის, სკოლა ურთიერთობები და ტრადიციებია!“- აღნიშნავენ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლაში, სადაც მე-7 კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის - ოლინკა ლაგზიანის ხელმძღვანელობით, აღდგომის დღესასწაულს, ერთად, ქართული და სომხური წესების დაცვით აღნიშნავენ.
წითელი კვერცხები, ჯეჯილი და მეგობრული გარემო - ასე იზრდება თაობა, რომელსაც ესმის მრავალფეროვნების ძალა.
„ეს დღე კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენი სკოლა ერთი დიდი ოჯახია, სადაც თითოეული მოსწავლე სწავლობს სიყვარულს, ტოლერანტობასა და ურთიერთგაგებას. ვუზიარებთ ერთმანეთს ამ დიდ სადღესასწაულო განწყობას და ვამაყობთ ჩვენი ნიჭიერი ბავშვებით!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს ტოლერანტულ ღირებულებებზე ზრდიან.
იხილეთ ფოტოები: