
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლაში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეს საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებით გამოეხმაურნენ.
ღონისძიება სკოლის სპეციალურმა მასწავლებელმა, ნინო აფციაურმა ჩაატარა.
ღონისძიების მთავარი მიზანი იყო მოსწავლეების ინფორმირება და მხარდაჭერის გამოხატვა იმ ადამიანებისა, რომლებიც ყოველდღიურად აწყდებიან სხვადასხვა გამოწვევებს.
ღონისძიება მოიცავდა შემეცნებით აქტივობებს, დისკუსიებს, სადაც განხილული იყო აუტიზმის შესახებ გავრცელებული სტერეოტიპები, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ ფაქტს რომ აუტიზმი არ არის დაავადება - ეს არის სამყაროს განსაკუთრებული აღქმა, რომელიც საჭიროებს გაგებას და მხარდაჭერას, თითოეული ადამიანი უნიკალურია და საზოგადოება უნდა იყოს მზად ამ მრავალფეროვნების მისაღებად. ცნობიერების ამაღლება კი არის პირველი ნაბიჯი სამართლიანი და ინკლუზიური გარემოს შესაქმნელად.
სკოლის სპეციალური მასწავლებლის თქმით, აუტიზმის ცნობადობის საერთაშორისო დღე მნიშვნელოვანი თარიღია, რომელიც ყურადღებას ამახვილებს აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანების საჭიროებებზე, შესაძლებლობებსა და უფლებებზე, ამ დღის მიზანია სტიგმის შემცირება, ინფორმაციის გავრცელება, ინკლუზიური გარემოს შექმნის ხელშეწყობა.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის სპეცმასწავლებელს საინტერესო და მნიშვნელოვანი ღონისძიებისათვის.
იხილეთ ფოტოები: