ორბელის საჯარო სკოლის მე-3 კლასელებმა ზღაპარი „წითელქუდა“ ინგლისურ ენაზე, მიუზიკლის ფორმატში დადგეს
03-04-2026

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურ ენას მრავალფეროვანი აქტივობებით სწავლობენ. 

სულ ახლახან, მე-3 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ მაია კვენეტაძის ხელმძღვანელობით, ინგლისური ენის გაკვეთილზე შეისწავლეს ზღაპარი „წითელქუდა“.

მათ არა მხოლოდ ტექსტი ისწავლეს ინგლისურად, არამედ უკეთ გაიგეს პერსონაჟების ხასიათებიც, შემდეგ გადაწყვიტეს, ზღაპარი გაეცოცხლებინათ და თითოეულმა მოსწავლემ შეასრულა თავისი როლი.

ბავშვებმა დიდი მონდომებით მოამზადეს კოსტიუმები, დეკორაციები და ტექსტები ინგლისურ ენაზე. საბოლოოდ, მათ სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს სპექტაკლი - „წითელქუდა“ - გამდიდრებული მიუზიკლის ფორმატში, რომელიც ძალიან საინტერესო და სახალისო გამოვიდა.

მოსწავლეებმა როლები შთამბეჭდავად მოირგეს და წარმოადგინეს, როგორც ინგლისური ენის ცოდნა, ისე შემოქმედებითი ნიჭი და უანრები. 

მასწავლებელი დიდ მადლობას უხდის მოსწავლეებს გაწეული შრომისა და მონდომებისთვის. იგი აღნიშნავს, რომ ბავშვებმა შესანიშნავად გაართვეს თავი როგორც ინგლისურ ენაზე ტექსტის შესწავლას, ასევე პერსონაჟების გაცოცხლებას. მასწავლებელი ამაყობს მათი შემოქმედებითობით, პასუხისმგებლობითა და გუნდური მუშაობით და დასძენს, რომ ასეთი აქტივობები ხელს უწყობს ცოდნის გაღრმავებას და ბავშვების თავდაჯერებულობის გაზრდას.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო1, ვიდეო2, ვიდეო3,

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203