სკოლა „ცოდნას“ მოსწავლეებმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებზე საინეტრესო ინგლისურენოვანი პრეზენტაციები მოამზადეს
03-04-2026

სკოლა „ცოდნას“ მოსწავლეები ინგლისურ ენას სიღრმისეულად, მრავალფეროვანი როგორც საინტერესო, ისე სახალისო აქტივობებით სწავლობენ. 

აღსანიშნავია VII კლასში ჩატარებული ინგლისური ენის საინტერესო გაკვეთილი. 

VII კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის გაკვეთილზე მოამზადეს საინტერესო და მრავალფეროვანი პრეზენტაციები ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებზე. 

მათ წარმოადგინეს ისეთი გამორჩეული ლიდერები, როგორებიც არიან: Barack Obama, John F. Kennedy, Ronald Reagan, Donald Trump და Abraham Lincoln. 

მოსწავლეებმა არა მხოლოდ ისაუბრეს მათ ცხოვრებასა და პოლიტიკურ საქმიანობაზე, არამედ შემოქმედებითადაც მიუდგნენ დავალებას - მოირგეს პრეზიდენტების როლები და იმიტაციურად წარმოადგინეს მათი გამოსვლები. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ეს აქტივობა განსაკუთრებულად შთამბეჭდავი და სახალისო აღმოჩნდა, რადგან ბავშვებმა შეძლეს ისტორიის „გაცოცხლება“ და თემის უფრო ღრმად გააზრება. 

„გაკვეთილმა ხელი შეუწყო ინგლისურ ენაზე კომუნიკაციის უნარების განვითარებას, საჯარო გამოსვლის პრაქტიკას, ასევე კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებას“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ სკოლა „ცოდნაში“ სწავლა არის ინტერაქციული, საინტერესო და შთამაგონებელი. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203