პროექტის “რეგიონული სასწავლო ტური სპეციალური მასწავლებლებისთვის” ფარგლებში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია გამოცხადდა.
სასწავლო ტურში მონაწილეობის მიღება შეუძლია რეგიონის (გარდა თბილისისა) საჯარო სკოლის იმ სპეციალურ მასწავლებელს, რომელსაც სასწავლო ტურში მონაწილეობა ჯერ მიღებული არ აქვს.
მსურველთა რეგისტრაცია 3 აპრილს დაიწყება და 12 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.
კანდიდატების შერჩევა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განაცხადების შეფასების საფუძველზე განხორციელდება.
ტური 19 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით თბილისში გაიმართება.
მონაწილე მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ ინკლუზიური განათლების ეფექტურ მოდელებს, გააანალიზონ პრაქტიკული მიდგომები და მიღებული გამოცდილება თავიანთ სამუშაო გარემოში დანერგონ.
პროექტი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის” პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. მის მიზანს რეგიონების სპეციალური მასწავლებლების ცოდნისა და უნარების განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.
პროექტის „რეგიონული სასწავლო ტური სპეციალური მასწავლებლებისთვის” შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: