
2 აპრილს, მსოფლიოში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე აღინიშნება.
ამ დღის აღსანიშნავად ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლის მეექვსეკლასელებიც მოემზადნენ. დამრიგებელი ოლიკო აბულაძე მოსწავლეებს აუტიზმის შესახებ ინფორმაციის მოძიებაში დაეხმარა, დაამზადებინა პოსტერები და ჩაატარა საინტერესო კლას-საათი.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ეს ყველაფერი შეესაბამებოდა აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანს, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას.
მოსწავლეებმა გაიაზრეს, რომ აუტიზმი თანაბრადაა გავრცელებული ყველა რასის, ეროვნების, რელიგიური მრწამსისა და სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე ადამიანებში.
სკოლის დირექციამ მადლობა გამოუცხადა მეექვსე კლასის ხელმძღვანელ ოლია აბულაძესა და მოსწავლეებს.
აღსანიშნავია, რომ 2007 წლის 18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ გამოაცხადა.
იხილეთ ფოტოები: