
მთავრობის განკარგულებით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსებიდან 85 წლისთავისადმი, განათლებისა და კულტურის სამინისტროებმა უნდა გაატარონ შესაბამისი ღონისძიებებია - კონკრეტულად, კულტურის სამინისტროს დაევალა საზეიმო საღამოს ორგანიზება, განათლების სამინისტრომ კი უნდა გამოყოს 180 ათას ლარზე მეტი აკადემიისთვის „ფინანსური დახმარების მიზნით“.
დოკუმენტში ვკითხულობთ: ა) საქართველოს კულტურის სამინისტრომ, კულტურული პროგრამის (საზეიმო საღამოს) ორგანიზებისა და ჩატარების მიზნით, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები;
ბ) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ, სსიპ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისთვის ფინანსური დახმარების გაწევის მიზნით, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.