ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ცურტავის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე შთააგონებენ და მათი წიგნიერების დონის ამაღლებაზე ზრუნავენ. ამ მიზნით სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება.
ახლახან, სკოლაში უმასპინძლეს ბიბლიოთეკარს დაბა თამარისიდან.
იზოლდა სარქისიანი მოსწავლეებს კითხვის მნიშვნელობაზე ესაუბრა და სხვადასხვა მხატვრული ლიტერატურა გააცნო.
ბავშვებმა დიდი სიხარულით დაიტოვეს წიგნები და ხალისით ეცნობიან ქართველი მწერლების შემოქმედებას.
იხილეთ ფოტოები: