
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციასა და მრავალმხრივ განვითარებაზე ზრუნავენ და ბავშვებს გაკვეთილებს სხვადასხვა აქტივობით უმრავალფეროვნებენ.
აღსანიშნავია, 1-ელ კლასში, მათემატიკის მასწავლებლის - ზარუჰი ჰაკობიანის ჩატარებული შემეცნებითი გაკვეთილი.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, სასწავლო პროცესში აქტიურად მონაწილეობდა მოსწავლე ლუკა მიგინეიშვილი.
გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებში მათემატიკური აზროვნების განვითარება, რიცხვების უკეთ გაცნობა და პრაქტიკული მაგალითების საშუალებით ცოდნის განმტკიცება.
მასწავლებელმა გამოიყენა საინტერესო და სახალისო აქტივობები, რამაც მოსწავლეების ჩართულობა და მოტივაცია მნიშვნელოვნად გაზარდა.
ლუკა მიგინეიშვილი გამოირჩეოდა აქტიურობით, ყურადღებითა და სწავლისადმი ინტერესით. მან წარმატებით შეასრულა დავალებები და ბრწყინვალედ გაიგო და გაიაზრა ახალი მასალა.
„გაკვეთილი მიმდინარეობდა პოზიტიურ და მეგობრულ გარემოში, რაც ხელს უწყობდა მოსწავლეთა თავისუფალ აზროვნებასა და ცოდნის გაღრმავებას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: