
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 და ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით სასკოლო კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციის თემა იყო - „ფიზიკოსი და ქიმიკოსი ქალები“.
მოსწავლეებმა საინტერესო საკონფერენციო ნაშრომები წარმოადგინეს. თითოეულმა პრეზენტატორმა წარმატებით გაართვა თავი თემას, გამოავლინა ცოდნა, პასუხისმგებლობა და შემოქმედებითი მიდგომა.
კონფერენციას ხელმძღვანელობდნენ - ფიზიკის მასწავლებელი ელენე ფხიკიძე და ქიმიის პედაგოგი დალი მეზვრიშვილი.
„ასეთი ღონისძიებები ხელს უწყობს მოსწავლეთა განვითარებას, ინტერესების გაღრმავებას და ახალი ცოდნის შეძენას“,- აღნიშნავენ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.
იხილეთ ფოტოები: