პატარა დიდოსტატები დადეშის საჯარო სკოლიდან - I და II კლასების მოსწავლეებმა მუნიციპალურ საჭადრაკო ოლიმპიადაში პირველი ადგილი დაიკავეს 
02-04-2026

28 მარტს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში გამართულ ჭადრაკის ოლიმპიადაზე, სოფელ დადეშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბრწყინვალედ იასპარეზეს.

​განსაკუთრებული წარმატება ხვდათ წილად სკოლის ყველაზე უმცროს მოჭადრაკეებს. I და II კლასების მოსწავლეებმა - დანიელ თოსუნიანმა, ვაზგენ თოსუნიანმა, ოფელია მარტიროსიანმა და არფი თოსუნიანმა მუნიციპალურ ტურში პირველი ადგილი დაიკავეს.

​ამ გამარჯვებით პატარა დიდოსტატებმა საგზური მოიპოვეს და ასპარეზობას უკვე რეგიონალურ ტურზე გააგრძელებენ.

​ვულოცავთ ჩვენს ნიჭიერ ბავშვებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას, ვამაყობთ მათი შემართებით და ვუსურვებთ მორიგ გამარჯვებას შემდეგ ეტაპზე!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203