
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩმანის საჯარო სკოლაში სიცილის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაში მე-5 დან მე-10 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომლებიც არაერთ სახალისო აქტივობაში ჩაერთნენ.
მოსწავლეებმა იუმორისტული ნომრები გაითამაშეს, ბევრი იხუმრეს და იხალისეს.
ღონისძიებას ორგანიზება გაუწია პედაგოგმა, ანაჰიტ დარბინიანმა.
აღსანიშნავია, რომ უჩმანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადრება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
იხილეთ ფოტოები: