
ტყიბულის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მიმართულია მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ, წახალისებულია, როგორც საგნობრივი ცოდნა, ისე შემოქმედებითობა და მხატვრული უნარები.
ახლახან, სკოლის მე-4 კლასში ჩატარდა მხატვრული კითხვის კონკურსი, თემაზე - „მგელი და კრავი“ (ი.კრილოვი, თარგმნა ა. წერეთელმა) .
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მხატვრული კითხვის ოსტატობით გამოირჩეოდა თითოეული მოსწავლე, რომლებიც შესაბამისი სიგელებით სკოლის დირექტორმა, მეგი ქათამაძემ და დირექტორის მოადგილე ნინო ჩუბუნიძემ დააჯილდოვეს.
მოსწავლეთა საგნის მასწავლებელი დარინა კირკიტაძე გახლავთ.
იხილეთ ფოტოები: