
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლის სპორტული წარმატებით ამაყობენ.
ვანო რიგიშვილმა მკლავჭიდში საქართველოს ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.
სკოლის დირექცია და პედაგოგები ვანო რიგიშვილს გამარჯვებას ულოცავენ და ახლა უკვე საერთაშორისო ასპარეზის დაპყრობას უსურვებენ.
„ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლა ულოცავს ვანო რიგიშვილს გამარჯვებას მკლავჭიდში, საქართველოს ჩემპიონატზე..
მან მოიპოვა ევროპის ჩემპიონატზე წასასვლელი ლიცენზია და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალში“,- აღნიშნავენ სკოლაში.