ბარალეთის N1 სკოლაში დავით აღმაშენებლის ცხოვრებასა და მოღვაწეობას საინტერესო ღია გაკვეთილი მიეძღვნა 
02-04-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დავით აღმაშენებლის ცხოვრება და მოღვაწეობა საინტერესო აქტივობებით შეისწავლეს და გააანალიზეს მეფეთ-მეფის რეფორმები. 

მე-8 და მე-11 კლასებისთვის, პედაგოგმა ანაჰიდ ბაქარიანმა საინტერესო ღია გაკვეთილი ჩაატარა. 

გაკვეთილის თემა იყო დავით აღმაშენებელი და მისი მოღვაწეობა.

მოსწავლეებმა ისაუბრეს დავით მეორის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, სიღრმისეულად შეისწავლეს მისი რეფორმები, ხოტბა შეასხეს მის როლს საქართველოს სახელმწიფოებრივ აღმშენებლობაში. 

გაკვეთილი იყო ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203