„გაზაფხულის ფერები“ განძის №2 საჯარო სკოლაში
02-04-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლაში ნამდვილი გაზაფხულია. სკოლის დერეფნებში  მე-4 და მე-6 კლასების მოსწავლეებმა საკუთარი შემოქმედებითი ნამუშევრების გამოფენა - „გაზაფხულის ფერები“ წარმოადგინეს.

თითოეული ნახატი გამორჩეული ისტორიაა, ორიგინალური გადაწყვეტილებებითა და ბავშვური, გულწრფელი ხედვით. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა დამოუკიდებლად შეარჩიეს ნახატების თემები და საკუთარი წარმოსახვით გადმოსცეს ბუნების გამოცხლება და სიყვარული. 

მოსწავლეთა ნამუშევრები მართლად შთამბეჭდავი სანახავია. 

​ვულოცავთ, ჩვენს ნიჭიერ მოსწავლეებს და ვუსურვებთ ახალ შემოქმედებით წარმატებებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა შექმომედებითობა

ღონისძიების ორგანიზატორი გახლავთ ხელოვნების პედაგოგი ვანიკ თევანიანი

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203