
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ არაგვის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული წარმატებით ამაყობენ.
29 მარტს სამცხე-ჯავახეთში, ქალაქ ბორჯომში, გაიმართა მორიგი რეგიონალური ჩემპიონატი ათლეტიკაში.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ არაგვის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა წარმატებით იასპარეზა და მესამე საპრიზო ადგილი აიღო სირბილის კატეგორიაში.
სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„სკოლის დირექცია და პედკოლექტივი დიდი სიხარულით და სიამაყით ულოცავს გოგონებს და სპორტის მასწავლებელს მანუკ დავთიანს მორიგ გამარჯვებას, უსურვებს კიდევ უამრავ წარმატებულ ასპარეზობას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: