
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში, მათ სახელზე კი არაერთი წარმატებაა.
30 მარტს, ბრიტანეთის საელჩოსა და ორგანიზაცია GREDA-ს (საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია) ინიციატივით, ქალაქ თბილისში ჩატარდა ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის - „მწვანე მომავალი- განახლებადი ენერგიის შესახებ ცნობიერების ამაღლება ახალგაზრდებში“- დასკვნითი ინტელექტუალური თამაში - „მწვანე მომავლის ვიქტორინა“.
დასკვნით ღონისძიებამდე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ხაიშის საჯარო სკოლაში ჩაატარეს შეხვედრა, სადაც ისაუბრეს განახლებადი ენერგიის ათვისების და გამოყენების საშუალებებზე, მზის, ქარის, წყლის რესურსების გამოყენების მნიშვნელობაზე და სფეროში დასაქმების შესაძლებლობებზე.
ფინალურ ღონისძიებაზე ხაიშის საჯარო სკოლიდან წარმოდგენილი იყო ხუთი მოსწავლე: ანასტასია ჭკადუა, ნუცა ზუმაძე, ანდრია გელოვანი, საბა ჭკადუა, ლუკა კვანჭიანი.
აღნიშნულ ღონისძიებაში გუნდმა წარმატებულად იასპარეზა და მესამე ადგილი დაიკავა.
სკოლას საჩუქრად გადაეცა პერსონალური კომპიუტერი და პლანშეტი (ტაბლეტი), მონაწილე მოსწავლეები დასაჩუქრდნენ სერტიფიკატებით და მცირე საჩუქრებით.
იხილეთ ფოტოები: