
კერძო სკოლა „ცოდნას“ პედაგოგები გარდა იმისა, რომ მოსწავლეებს აძლევენ ხარისხიან საგნობრივ განათლებას, მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოებასა და მათი კრიტიკული აზროვნების განვითარებაზე ზრუნავენ.
სკოლა „ცოდნას“ IVბ კლასში ჩატარდა საინტერესო და აქტუალური გაკვეთილი თემაზე - „გავხდეთ ჭკვიანი მსმენელები და მკითხველები.“
მოსწავლეებმა იმსჯელეს, საიდან ვიღებთ ინფორმაციას - წიგნებიდან, ინტერნეტიდან, ტელევიზიიდან, მასწავლებლებისა და გარშემომყოფებისგან. გაკვეთილზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინფორმაციის სწორად აღქმას, გააზრებასა და შეფასებას.
მოსწავლეებმა ისწავლეს, როგორ იყვნენ დაკვირვებული მსმენელები და გააზრებული მკითხველები, როგორ განასხვაონ სანდო და არასანდო ინფორმაცია და რატომ არის მნიშვნელოვანი კრიტიკული აზროვნება დღევანდელ სამყაროში.
აქტივობა იყო ძალიან საინტერესო და ინტერაქტიული - ბავშვებმა აქტიურად იმუშავეს, იმსჯელეს და საკუთარი მაგალითებით წარმოაჩინეს, როგორ იყენებენ ინფორმაციას ყოველდღიურ ცხოვრებაში.
„სკოლა „ცოდნაში“ ვზრდით ცნობიერ, მოაზროვნე და ინფორმირებულ თაობას“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეთა მედიაწიგნიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ.
იხილეთ ვიდეო: