
წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ჭიათურის მართლმადიდებლური სკოლაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სტუმრობა გაიხსენეს და უწმინდესისა და უნეტარესის ხსოვნას პატივი მიაგეს.
მოსწავლეებმა ისაუბრეს პატრიარქის მოღვაწეობაზე და აღნიშნეს, რომ შეასრულებენ პირობას, რომელიც უწმინდეესს მისცეს - ეყვარებათ სამშობოლო, ერთმანეთი და ადამიანი.
„ჩვენი სკოლის 2010 წლის 10 სექტემბერი ძალიან განსხვავდებოდა 2026 წლის 18 მარტისაგან...მაშინ საოცარი ხმაური იყო... ახლა უჩვეულო სიჩუმე... სიჩუმე, რომელშიც არის სევდა, სიყვარული და მადლიერება!
დღეს კიდევ ერთხელ გავიხსენეთ ის დღე, როდესაც თქვენ ბრძანდებოდით ჩვენთან სტუმრად, პატრიარქო. დღე, რომელმაც განსაკუთრებული სინათლე შემოიტანა ჩვენს ქალაში სკოლასა და გულებში.
მართალია, არ არსებობს სიტყვები, რომლებიც ზუსტად გამოხატავენ გრძნობებს, მაგრამ არსებობს ქცევა, რომელსაც შეუძლია გამოხატოს ის, რაც გვასწავლეთ:
გვეყვარება სამშობლო!
გვეყვარება ერთმანეთი!
გვეყვარება ადამიანი! “,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების ამსახველ ფოტოებს გვიზარებენ.
იხილეთ ფოტოები: