გოკიოს საჯარო სკოლის მე-3 კლასელებმა თბილისის ღირსშესანიშნაობები საინტერესო პრეზენტაციით შეისწავლეს
02-04-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოკიოს საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას ხშირად მიმართავენ პრეზენტაციებს, რადგან აქტივობა მოითხოვს დამოუკიდებელ მუშაობას, კვლევა-ძეიბას და მიმართულია მოსწავლეთა მაღალი ჩართულობისკენ

აღსანიშნავია, ქართულის როგორც მეორე ენის გაკვეთილი, რომელიც სწორედ პრეზენტაციის გამოყენებით წარიმართა. 

გაკვეთილის თემა იყო - „თბილისი“ და მას ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ვაზგანუშ აკოპიანი ხელმძღვანელობდა. 

მოსწავლეებმა, მასწავლებელთა ერთად, გამართეს პრეზენტაცია. ისაუბრეს თბილისის ღირსშესანიშნაობებზე და გაიმდიდრეს როგორც ლექსიკური მარაგი, ასევე მეტი გაიგეს დედაქალაქის შესახებ. 

„თვალსაჩინოება ეხმარება მოსწავლეებს მასალის უკეთ დამახსოვრებასა და შესწავლაში“, - აღნიშნავს პედაგოგი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203