საქართველოს საპატრიარქოს წმ. თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა სცენაზე ორი განსხვავებული ეპოქის დედაშვილური ურთიერთობები წარმოადგინეს
01-04-2026

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში დედის დღესთან დაკავშირებით, არაერთი ღონისძიება გაიმართა. 

კიდევ ერთი, სითბოთი და სიყვარულით განმსჭვალული ღონისძიება წარმოადგინეს სკოლა-გიმნაზიის მე-5 კლასის მოსწავლეებმა.

ღონისძიების დასაწყისში მოსწავლეებმა ინგლისურ და ქართულ ენებზე ისაუბრეს დედობისა და დედის სიყვარულის მნიშვნელობის შესახებ, ქართული დედაშვილობის თავისებურებებსა და ღირებულებებზე.

მეორე ნაწილი დაეთმო თეატრალურ წარმოდგენებს, სადაც მოსწავლეებმა გააცოცხლეს ორი განსხვავებული ეპოქა - XIX და XXI საუკუნის დედაშვილობის ურთიერთობები.

წარმოდგენებმა ნათლად წარმოაჩინა დროის ცვლილებასთან ერთად გარდაქმნილი გარემო, თუმცა უცვლელი დარჩენილი დედის სიყვარული და ერთგულება

მე-5 კლასის ხელმძღვანელი მზიური კოჩალიძე გახლავთ, მოსწავლეთა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი სალომე ნოზაძე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203