ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეები საგანმანათლებლო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდნენ 
01-04-2026

დასრულდა ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეების საგანმანათლებლო ვიზიტი ბრიუსელში.

ვიზიტში 40 მოსწავლე მონაწილეობდა.

პროგრამის მთავარი ნაწილი დაეთმო ევროპული ინსტიტუტების გაცნობას. 

მონაწილეებმა მოინახულეს:

  • ევროპარლამენტი;
  • ევროსაბჭო;
  • ევროპის ეკონომიკური კომისია;

ადგილზე გაეცნენ:

  • გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმებს;
  • პოლიტიკურ პროცესებს;
  • ევროკავშირის როლს თანამედროვე მსოფლიოში.

პროგრამა მხოლოდ ოფიციალური შეხვედრებით არ შემოიფარგლა. მოსწავლეებმა იმოგზაურეს ბრიუსელსა და ბრიუგეში, დაათვალიერეს ისტორიული სივრცეები და უკეთ გაეცნენ ევროპული კულტურის მრავალფეროვნებას.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ვიზიტმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მოსწავლეების საერთაშორისო ხედვისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203