დეხვირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საკუთარი სოფლის სისუფთავეზე იზრუნეს 
01-04-2026

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა (კოორდინატორი გიგა გოგიძე) აქტიურად შეუერთდა ცაგერის ახალგაზრდობის ცენტრის პროექტს - „სუფთა მუნიციპალიტეტი - ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა“. 

ამ მნიშვნელოვანი ინიციატივის ფარგლებში, მოსწავლეებმა საკუთარი სოფლის სისუფთავეზე იზრუნეს.

მათ დაასუფთავეს სოფლის ცენტრალური გზები, ეზოები და საზოგადოებრივი სივრცეები. 

თითოეულმა მონაწილემ კიდევ ერთხელ გააცნობიერა, რომ გარემოზე ზრუნვა მხოლოდ ერთჯერადი აქტივობა კი არა, ჩვენი ყოველდღიური პასუხისმგებლობაა.

„გვჯერა, რომ მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას და უკეთესი მომავლის შექმნას. თითოეული სუფთა ქუჩა და სივრცე ჩვენი საერთო გამარჯვებაა!

ჩვენ ერთად შევძლებთ უფრო სუფთა და ჯანსაღი გარემოს შექმნას!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მადლობას უხდიან პროექტის იდეის ავტორებსა და ყველა მონაწილეს აქტიურობისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203