
სკოლა „ცოდნაში“ მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან. პედაგოგები მოსწავლეებს საგანთან ერთად საქართველოს კულტურის, ისტორიისა და სახელოვანი წინაპრების პატივისცემას ასწავლიან.
ახლახან, სკოლა „ცოდნაში“ IVა კლასის მოსწავლეებმა დიდი ინტერესითა და სიყვარულით დაამზადეს თემატური ბუკლეტები, სადაც გააერთიანეს ინფორმაცია, ფოტოები და საკუთარი ხედვა ჩვენი ქვეყნის ღირსშესანიშნაობების შესახებ.
მოსწავლეებმა იმუშავეს გუნდურად, მოიძიეს საინტერესო ფაქტები, გააფორმეს ბუკლეტები შემოქმედებითად და წარმოადგინეს საქართველოს მრავალფეროვნება მათი თვალით.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ეს აქტივობა ხელს უწყობს კვლევითი უნარების განვითარებას, შემოქმედებით აზროვნებასა და საკუთარი ქვეყნის უკეთ გაცნობას.
„სკოლა „ცოდნაში“ ვზრდით თაობას, რომელიც აფასებს და ამაყობს თავისი ქვეყნის კულტურითა და ბუნებრივი სილამაზით“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო: