„ენა, რომელიც გვაერთიანებს“ - დადეშის საჯარო სკოლის მე-11 კლასელებმა ქართული ენის ცოდნის მნიშვნელობაზე საინტერესო ესე შექმნეს
01-04-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დადეშის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენის მასწავლებელი გოარ მარტიროსიანის ხელმძღვანელობით, შექმნეს ესე ქართული ენის ცოდნის მნიშვნელობაზე სახელწოდებით - „ენა, რომელიც გვაერთიანებს“.

მოსწავლეები აღნიშნავენ, რომ ენა მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება არ არის - ის არის ძალა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და ერთ საზოგადოებად აქცევს. მიასნიკ სტამბოლციანი ბაბილონის კოშკის მაგალითით გვიჩვენებს, რომ საერთო ენის გარეშე ერთობა ირღვევა და საერთო მიზნების მიღწევა შეუძლებელი ხდება.

არმენ საროიანმა და არმენ აკოპიანმა განსაზღვრეს ესეს მთავარი მიმართულებები - ენის როლი ერთიანობაში, ურთიერთგაგებაში და სახელმწიფოს სიმტკიცეში. ვერონიკა აკოპიანი კი ხაზს უსვამს, რომ ისტორიულად ენა სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია და მისი დაცვა თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა.

სუსანა ჰარუთუნიანი განსაკუთრებულად გამოყოფს ინტეგრაციის მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ ქართული ენის ცოდნა ქმნის ერთიან და ჰარმონიულ საზოგადოებას.

სტატიას ამდიდრებს ლიდა ზაქარიანის სიტყვები: „რაც უფრო მეტს ვსწავლობთ, მით უფრო დიდია ჩვენი შესაძლებლობები.“

დასასრულს, ლილი მოვსესიანი გვახსენებს შრომისა და მონდომების მნიშვნელობას: „ენა გვაძლევს შესაძლებლობას გავხდეთ სრულფასოვანი საზოგადოების წევრები, ხოლო წარმატება მიიღწევა შრომითა და საკუთარ თავზე მუდმივი მუშაობით.“

ამგვარად, მოსწავლეთა ნაშრომი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ენა არის ერთიანობის, განვითარებისა და წარმატების საფუძველი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203