
ქუთაისის N16 საჯარო სკოლის VII კლასში ხელოვნების პედაგოგმა - მაია ფხაკაძემ საინტერესო და შემოქმედებითი კლასგარეშე გაკვეთილი ჩაატარა.
გაკვეთილის ფარგლებში, მოსწავლეებმა ისაუბრეს აპრილში აღსანიშნ სხვადასხვა რელიგიურ დღესასწაულზე, გაეცნენ მათ მნიშვნელობასა და ტრადიციებს.
განსაკუთრებული სიხარულითა და მონდომებით ბავშვებმა განსხვავებული ტექნიკით მოხატეს სააღდგომო კვერცხები, გამოავლინეს თავიანთი ფანტაზია და შემოქმედებითი უნარები.
„სიყვარულითა და თბილი ემოციებით სავსე გარემოში მათ წინასწარ მოგვილოცეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, რაც გაკვეთილს განსაკუთრებულად შთამბეჭდავსა და დასამახსოვრებელს ხდიდა“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა მონდომება და მასწავლებლის შემოქმედებითი მდგომები.
იხილეთ ფოტოები: