
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია. მათი ესთეტიკური ხედვის გასავითარებლად კი არაერთი ღონისძიება იმართება.
30 მარტს ორი დიდი მხატვრის - ვინსენტ ვან გოგის და ლადო გუდიაშვილის დაბადების (ახალი სტილით) დღეა.
გომბორის საჯარო სკოლაში ჩატარდა ღონისძიება, რომელიც ამ ორი შესანიშნავი მხატვრის შემოქმედებას მიეძღვნა.
ჩვენი სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეებმა ხელოვნების მასწავლებელ ეკა ჭიაბერაშვილის დახმარებით მოიძიეს ინფორმაცია ორივე მხატვარზე, ააწყვეს პრეზენტაციები, წაიკითხეს ლადო გუდიაშვილის მოგონებების წიგნიდან ფრაგმენტები და დახატეს ნახატები. ასევე შექმნეს კედლის გაზეთები ორივე მხატვრის შემოქმედების შესახებ.
ღონისძიების მონაწილეთა და დამსწრეთათვის აქტივობები ძალიან საინტერესო და შემეცნებითი ღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: