გომბორის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას საინფორმაციო შეხვედრა მიეძღვნა  
02-04-2026

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას და მათი თვალსაწიერის გაფართოებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

მათ შორის, სკოლაში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით.

პრეზენტაციის მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეებში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ტოლერანტობის ემპათიისა და ინკლუზიური ღირებულებების განვითარება. IV კლასის მოსწავლეებთან დამატებით განხორციელდა პრაქტიკული აქტივობა.

მათ მონაწილეობა მიიღეს ვიდეორგოლის შექმნაში, სადაც გააჟღერეს მხარდამჭერი და ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული ფრაზები და სლოგანები. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203