
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აგანის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. სასწავლო მეთოდი მიმართულია მოზარდების მრავალმხრივი განვითარებისკენ და მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით გამოირჩევა.
აღსანიშნავია, პროექტი - „ჩემი ტყე და მისი ბინადრები“, რომელშიც მე-3, მე-4, მე-5 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებისთვის პროექტის ფარგლებში, გასვლითი ღონისძიება მოეწყო, ბავშვები დააკვირდნენ ბუნებას, შემდეგ დიორამები შექმნეს და საინტერესო პრეზენტაციები ჩაატარეს.
მოსწავლეებმა ტყისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მნიშვნელობაზე კედლის გაზეთიც დაამზადეს.
იხილეთ ფოტოები: