მატნის N1 საჯარო სკოლის მე-3 კლასელთა საოცარი საგაზაფხულო სანახაობა 
01-04-2026

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც არა მხოლოდ მოსწავლეთა ცოდნის, არამედ მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარება-წახალისებას ემსახურება. 

აღსანიშნავია, მე-3 კლასის მოსწავლეთა ლამაზი ღონისძიება, რომელიც მშობელთა ჩართულობით გაიმართა. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე შთამბეჭდავი სანახაობით წარდგნენ - მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები და მუსიკალური ნომრები და სკოლაში საოცარი განწყობა და ლამაზი ემოციები დაატრიალეს. 

სკოლაში მადლობას უხდიან ღონისძიების ხელმძღვანელს ნათია ფეიქრიშვილს და ახარებთ მოსწავლეთა შემოქმედებითობა. 

„მადლობა, ჩვენს პატარებს, მშობლებს და მასწავლებელს ,ნათია ფეიქრიშვილს ამ ლამაზ ღონისძიებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203