მერენიის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ინგლისური ენის სახალისო გაკვეთილი „ამინდის ლექსიკას“ მიეძღვნა 
01-04-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურ ენას სახალისო და საინტერესო აქტივობებით სწავლობენ. პედაგოგი მათ მოტივაციაზე ზრუნავს და გაკვეთილებს თანამედროვე მიდგომებითა და სხვადასხვა სასწავლო მეთოდებით უმრავალფეროვნებს

გუშინდელი ინგლისური ენის გაკვეთილი „ამინდის ლექსიკას“ მიეძღვნა. სწავლის პროცესის უფრო ეფექტური და საინტერესოდ წარმართვის მიზნით, მოსწავლეებმა ინგლისურის მასწავლებლის დახმარებით გამოიყენეს პრაქტიკული და ვიზუალური მეთოდი.

მოსწავლეებმა კლასში შექმნეს „ამინდის საათი“, ისწავლეს ახალი სიტყვები, როგორიცაა მზიანი, მოღრუბლული, წვიმიანი, ქარიანი და სხვა.

გაკვეთილი მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203