3669 მოსწავლეს სტატუსი შეუწყდა ოჯახთან ერთად უცხოეთში წასვლის გამო -რა მიზეზებით ტოვებენ სკოლას მოსწავლეები
01-04-2026

2025 წელს 7248 მოსწავლეს შეუჩერდა, ხოლო 1366 მოსწავლეს შეუწყდა მოსწავლის სტატუსი - სახალხო დამცველის ანგარიში, რომელშიც საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებაა აღნიშნულია, რომ 2025 წელსაც მოსწავლეთა დიდი ნაწილისთთვის ტატუსის შეწყვეტის/შეჩერების მიზეზი ოჯახებთან ერთად საზღვარგარეთ წასვლაა. 2025 წელს ამ მიზეზით სწავლა 3669 მოსწავლემ შეწყვიტა, ხოლო 2024 წელს 3900-მა მოსწავლემ

ზოგადი განათლების უწყვეტობის კუთხით კვლავ იკვეთება პრობლემური ტენდენციები. 2025 წელს 7248 მოსწავლეს შეუჩერდა, ხოლო 1366 მოსწავლეს შეუწყდა მოსწავლის სტატუსი.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, სტატუსის შეჩერება და შეწყვეტა უმრავლეს შემთხვევაში, კვლავაც „ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ გამგზავრების“, „მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/მოსწავლის განცხადების“, 45 სასწავლო დღის განმავლობაში მოსწავლის გამოუცხადებლობისა და „პროფესიულ კოლეჯში სწავლის გაგრძელების“ საფუძვლით ხდება.

„ამასთანავე, ყველაზე მაღალი რაოდენობრივი მაჩვენებელი, გასული წლის მსგავსად, ისევ თბილისში (3434), ქვემო ქართლისა (1371) და აჭარის (1050) რეგიონებში იკვეთება. 

საქართველოს სახალხო დამცველი, მრავალი წელია მიუთითებს მოსწავლეთა სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის ერთიანი სტატისტიკის დახვეწის აუცილებლობაზე. მიუხედავად საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ განხორციელებული სამუშაოებისა, პროცესი ამ დრომდე არ არის დასრულებული. შესაბამისად, სტატისტიკის წარმოების არსებული ფორმა და სწავლის მიტოვების საფუძვლები კვლავ დასაზუსტებელია“, - აღნიშნულია ანგარიშში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203