საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მე-2 კლასელები ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების მუზეუმს სტუმრობდნენ
31-03-2026

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები ახლოდან გაეცნენ ქართულ ტრადიციულ საკრავებს.

II კლასის მოსწავლეები ხელოვნების სასახლის ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების მუზეუმს სტუმრობდნენ. 

გიმნაზიელებმა მუზეუმში წარმოდგენილი ექსპოზიციები დიდი ინტერესით დაათვალიერეს, გაეცნენ ქართულ ხალხურ მუსიკალურ ტრადიციებს. შემეცნებითმა და საინტერესო გარემომ მოსწავლეების დიდი მოწონება და ინტერესი გამოიწვია.

ვიზიტი ემსახურებოდა როგორც ცოდნის გაღრმავებას, ისე კულტურული მემკვიდრეობის მიმართ ინტერესის გაზრდას. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203