მატნის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აგრორობოტი შექმნეს
31-03-2026

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს კიდევ ერთი ინოვაციური გამოგონება ეკუთვნით.

მე-10 კლასის მოსწავლეებმა - ალექსანდრე ვალაშვილმა და შოთა ტუგელაშვილმა აგრორობოტი შექმნეს, რომელიც ნიადაგის მდგომარეობის შესამოწმებლად გამოიყენება. მოწყობილობა აანალიზებს ნიადაგისა და ჰაერის მდგომარეობას, ინფორმაციას შესაბამის აპლიკაციას გადასცემს და რეკომენდაციებს გასცემს, თუ რამდენად ვარგისია ნიადაგი ამა თუ იმ კულტურის მოსაყვანად. 

მოსწავლეებს იდეის რეალიზებაში ახმეტის ტექნოპარკი ​დაეხმარათ. სამომავლოდ სურთ პროტოტიპი დახვეწონ და მსოფლიო ბაზარზე გაიტანონ.

მოსწავლეთა შესახებ ტელევიზიის მომზადებული სიუჟეტი იხილეთ ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203