
30 მარტს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N1 საჯარო სკოლაში წარმატებით ჩატარდა ინტელექტუალური თამაში - ,,ტვინების ბრძოლა“, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ III-XI კლასების მოსწავლეები.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში ზოგადი განათლების დონის ამაღლება, ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარება, გუნდური მუშაობის უნარების გაძლიერება და ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.
თამაში ჩატარდა საინტერესო და მეგობრულ გარემოში, მოსწავლეებმა გამოავლინეს მაღალი ჩართულობა, მოტივაცია და ცოდნის ფართო სპექტრი სხვადასხვა სფეროში.
„მსგავსი ტიპის აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეთა ინტელექტუალურ განვითარებასა და სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებას, რაც დადებითად აისახება მათ აკადემიურ მიღწევებზე, მოსწავლეები მომავალშიც აქიურად ჩაერთვებიან ღონისძიების შემდეგ ეტაპზეც.“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: