
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ II ნამიკოლაოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთს სპორტული ცხოვრება მხარდაჭერილია, მათი მიღწევები კი საამაყო.
ამჟამად სკოლაში VIII კლასის მოსწავლის ნიკოლოზ ჯანაშიას წარმატებით ხარობენ.
VIII კლასის მოსწავლემ კიკბოქსინგში, 45 კგ წონით კატეგორიაში მოიპოვა პირველი ადგილი და გახდა საქართველოს ჩემპიონი, მას გადაეცა CAF CHEMPION ქამარი.
სკოლის დირექცია, პედაგოგები და მოსწავლეები ულოცავენ ნიკოლოზს ამ გამარჯვებას და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„სკოლის დირექცია, პედკოლექტივი, მოსწავლეები ვულოცავთ ამ დიდ გამარჯვებას და მომავალშიც ვუსურვებთ წარმატებებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.