კასრისწყლის საჯარო სკოლის ეკოკლუბის - „ოაზისი უდაბნოში“ წევრები ეკოსაგანმანათლებლო გამოწვევაში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
31-03-2026

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყლის საჯარო სკოლა სექტემბრიდან ჩართული იყო საგანმანათლებლო პროგრამაში „საბუკო სკოლებისთვის”.

სკოლის ეკოკლუბი „ოაზისი უდაბნოში“ „საბუკო სკოლებისთვის” შემოდგომის გამოწვევას შეუერთდა. 

ამ რამდენიმე თვის განმავლობაში მოსწავლეებმა პირნათლად შეასრულეს გამოწვევის ყველა დავალება, მოამზადეს პრეზენტაციები და გამართეს დისკუსიები მასწავლებლებთან და თანაკლასელებთან. ეკოკლუბელებმა საზოგადოება „ბუნების კონსერვაციისთვის“ დაგეგმილი აქტივობები, პედაგოგებთან -  მ.ღლიღვაშვილსა და თ.ბუღრიძესთან ერთად, წარმატებით და დაასრულეს. 

„შემოდგომის გამოწვევის“ წარმატებით დასრულებისთვის კი მოსწავლეები სერტიფიკატებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. 

„ველოდებით ახალ საგაზაფხულო გამოწვევას კვლავ აქტიურად და სიამოვნებით ჩავერთვებით პროექტში. მადლობა პროექტის ორგანიზატორებს“,- აღნიშნავენ სკოლაში და ფოტო-ვიდეომასალას გვიზიარებენ. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203