ახმეტის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეების - დავით იარაჯულისა და ნიკოლოზ ქიბროწაშვილის სპორტული წარმატება
31-03-2026

ახმეტის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული წარმატებით ამაყობენ. 

სკოლის მოსწავლეებმა - დავით იარაჯულმა და ნიკოლოზ ქიბროწაშვილმა საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ჩატარებულ სარეიტინგო ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს. 

დავით იარაჯულმა +73 წონით კატეგორიაში I ადგილი დაიკავა, მისი მწვრთნელი გოჩა გუტაშვილი გახლავთ. 

ნიკოლოზ ქიბროწაშვილი კი III ადგილზე გავიდა. მისი მწვრთნელი ზაზა კოტორაშვილია

​სკოლის დირექცია და პედაგოგები ულოცავენ მოსწავლეებს წარმატებას და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„დავით! ნიკოლოზ! გილოცავთ!“,- სიხარულით აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203