სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა საინტერესო საკონკურსო ნამუშევრები შექმნეს
31-03-2026

სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით შეუერთდნენ შემოქმედებით კონკურსს. 

კონკურსი სახელწოდებით - „ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ...“ საბაზო საფეხურის მოსწავლეებისათვის გამოცხადდა და მის ფარგლებში მოსწავლეებმა საინტერესო ნამუშევრები შექმნეს. 

სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის სკოლა- გიმნაზიის მოსწავლეებმა წარმოადგინეს:

1. ბროშურა სახელწოდებით - „ენა, მამული, სარწმუნოება“, რომელშიც ბავშვებმა კომიქსის სახით ასახეს აზრები ქართული ენის უნიკალურობისა და მშობლიური ენის დაცვის მოვალეობის შესახებ.

2. კონცეფცია: „საუკუნეების საუნჯე“.

ამ პროექტის შთაგონების წყარო მე-10 საუკუნის უდიდესი მოაზროვნის, იოანე ზოსიმეს ხელნაწერი „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“ გახდა.

საკონკურსოდ შეიქმნა „დაძველებული ეტრატი“: ნამუშევარი შესრულებულია დაძველებულ ფორმატზე, რაც იმ ისტორიული მეხსიერების სიმბოლოა, რომელიც ქართულმა ენამ ათასწლეულების მანძილზე გამოატარა.

„ჩვენი კონცეფციის მთავარი სიმბოლოა აკლდამა, საიდანაც სინათლე ამოდის, აკლდამა აქ არის სიმბოლო საცავისა, სადაც ენა სათუთად ინახება „მეორედ მოსვლამდე.“ ამომავალი სინათლე კი არის იმის ნიშანი, რომ ქართული ენა არის ცოცხალი ენერგია, რომელიც ყველაზე ბნელ დროსაც კი ანათებს და ერის გადარჩენის მთავარი იმედია.

ჩვენი ვალია, ეს სინათლე არ ჩავაქროთ, და ისევ სათუთად გადავცეთ მომავალს, როგორც ამას საუკუნეების წინ იოანე ზოსიმე გვიანდერძებდა“,- აღნიშნავენ მოსწავლეები კონცეფციაზე საუბრისას. 

3. „ენის ცოცხალი ხე“ - პროექტი აჩვენებს, რომ ქართული ენა და დამწერლობა არ არის მხოლოდ ისტორია - ის არის ცოცხალი, მზარდი ორგანიზმი, რომლის სიძლიერესაც მისი ფესვები და მუდმივი განახლება განსაზღვრავს.

„ენის ცოცხალი ხე“ გვახსენებს, რომ ჩვენი მოვალეობაა არა მხოლოდ მოვუაროთ ამ ფოთლებს (თანამდეროვე ენას), არამედ არასოდეს დავივიწყოთ ის ფესვები, რომლებმაც დღემდე მოგვიყვანა. სანამ ხე იზრდება, ერი ცოცხლობს“,- გვეუბნებიან მოსწავლეები.

„ჩვენი ოქროსხელება და უნიჭიერესი ბავშვები“,- ამ სიტყვებით აფასებენ მოსწავლეთა შემოქმედებითობას სკოლაში და მადლობას უხდიან პროექტის ავტორებს და მხარდამჭერებს:ლელა ხულელიძეს, ნატა თექთურმანიძეს, ვერიკო აქიაშვილსლონდა მაისურაძესა და ია ალიბეგაშვილს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203