
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატნის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრორმის შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით ღონისძიება გაიმართა.
20 მარს, სკოლაში განსაკუთრებული სითბოთი აღვნიშნეს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ თითოეული ადამიანი უნიკალურია, ფასეულია და იმსახურებს სიყვარულსა და თანასწორ გარემოს.
კუჭატნის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ერთობლივად შექმნეს „სიკეთის ხე“, სადაც თითოეულმა დატოვა პატარა, მაგრამ გულით დაწერილი მესიჯი - მხარდაჭერის, მიღების და სიყვარულის შესახებ.
ასევე, ფერადი წინდებით, სიმბოლურად, გამოხატეს სოლიდარობა და გააჟღერეს მთავარი სათქმელი - „განსხვავებულობა სილამაზეა, და სწორედ ეს გვაერთიანებს“
„ვასწავლით ჩვენს ბავშვებს, რომ სამყაროს სჭირდება მეტი თანაგრძნობა, მეტი სითბო და ერთმანეთის მიღება ისეთი, როგორებიც ვართ. ერთად ვქმნით უკეთეს და კეთილ სამყაროს“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს ტოლერანტულ ღირებულებებზე ზრდიან.
იხილეთ ფოტოები: